შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპის ჩატარების ვადები
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) აცხადებს კონკურსს ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის (ბუღალტერია) შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:
-
- მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 29 იანვრის N01-10/05 ბრძანებით დამტკიცებული დანართის 5.2. პუნქტით);
- წამყვანი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 29 იანვრის N01-10/05 ბრძანებით დამტკიცებული დანართის 5.8. პუნქტით).
- საკონკურსო თანამდებობებზე სახელფასო ანაზღაურება შეადგენს: მთავარი სპეციალისტის - 950 ლარს, ხოლო წამყვანი სპეციალისტის - 700 ლარს.
- ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის პერსონალის სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება (2019 წლის 29 იანვრის N01-10/05) განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებასთან ერთად.
-
საკონკურსო თანამდებობის დასაკავებლად განისაზღვრება შემდეგი საკვალიფიკაციო და ძირითადი მოთხოვნები:
- მთავარი სპეციალისტისათვის:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება შემდეგი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიღებულ განათლებას საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით: საგადასახადო საქმე/ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი/აუდიტი);
ბ) ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა;
გ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს თანამდებობაზე ან/და განათლების სისტემაში მიღებულ სამუშაო გამოცდილებას აღრიცხვა-ანგარიშგების საქმეში);
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point, Outlook) კარგად ცოდნა;
ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;
ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკა (განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე): ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV თავი (უსდ-ს სტრუქტურა), V თავი (უსდ-ს პერსონალი), VI თავი (სტუდენტი) და XIII თავი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სახეები და მათი დაფინანსების წყაროები)), ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება, ამ დეპარტამენტის პერსონალის სამუშაო აღწერილობით საკონკურსი თანამდებობის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტები („საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანება, ,,საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანება, ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება და საქართველოს საგადასახადო კოდექსი);
- წამყვანი სპეციალისტისათვის:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება შემდეგი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიღებულ განათლებას საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით: საგადასახადო საქმე/ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი/აუდიტი);
ბ) ინგლისური ენის არანაკლებ A2 დონეზე ცოდნა;
გ) არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას აღრიცხვა-ანგარიშგების საქმეში);
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point, Outlook) კარგად ცოდნა;
ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;
ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკა (განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე): ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV თავი (უსდ-ს სტრუქტურა), V თავი (უსდ-ს პერსონალი), VI თავი (სტუდენტი) და XIII თავი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სახეები და მათი დაფინანსების წყაროები)), ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება (თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე), ამ დეპარტამენტის პერსონალის სამუშაო აღწერილობით საკონკურსი თანამდებობის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტები („საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანება, ,,საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანება, ,,სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N419 ბრძანება).
- კონკურსანტებმა 2019 წლის 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
ა) კონკურსანტის განცხადება (ანკეტა) - შევსებული ბრძანების თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 2);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი საფეხურის განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ორი გვერდისა);
ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (თარიღების- რიცხვი, თვე და წლის მითითებით);
ვ) სხვა დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო ან/და ძირითადი მოთხოვნების დასადასტურებლად (არსებობის შემთხვევაში).
- კონკურსანტებმა განცხადება (ანკეტა) და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის - bsu-hr@bsu.edu.ge მეშვეობით, დაგვიანებით მიღებული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება და კონკურსანტი პირველივე ეტაპზე მოიხსნება კონკურსიდან. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილ ვადაში მის მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი დოკუმენტაციის დედნები, ასევე სხვა დოკუმენტაცია - საკონკურსო კომისიის (ბსუ-ს ადმინისტრაციის) მოთხოვნის საფუძველზე.
- კონკურსი ჩატარდება 3 (სამ) ეტაპად:
- პირველ ეტაპზე - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა;
- მეორე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით ტესტირება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს;
- მესამე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით გასაუბრება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს.
- კონკურსთან დაკავშირებით ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) იმ პირთა შესახებ, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ეტაპს;
ბ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ;
გ) სხვა ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის/ბსუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად.
- კონკურსანტებმა, მათ მიერ საკონკურსო განცხადებაში (ანკეტაში) მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე ან ტელეფონის საშუალებით, შესაძლებელია ბსუ-ს ადმინისტრაციიდან მიიღონ შემდეგი შინაარსის ინფორმაცია (შეტყობინება):
ა) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას;
ბ) დოკუმენტების გადარჩევის ეტაპზე კონკურსიდან მოხსნის, ტესტირებაზე ან გასაუბრებაზე დაბარების შესახებ;
გ) კონკურსის შედეგის (დადებითი ან უარყოფითი) შესახებ;
დ) კონკურსის გასაჩივრების შემთხვევაში აპელაციის შედეგის შესახებ;
ე) საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
კონკურსანტის ანკეტაბსუ-ს ეთიკის კოდექსი
ბსუ-ს შინაგანაწესი
ბსუ-ს წესდება კოდიფიცირებული
დამხმარე პერსონალის კონკურსის წესი
საბიუჯეტო კლასიფიკაცია
საგადასახადო კოდექსი
საფინანს. სამუშ. აღწერილობა
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება
უმაღლესი განათლების შესახებ კანონი
უკან |