შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპის ჩატარების ვადები
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) აცხადებს კონკურსს ბსუ-ს ილია ჭავაჭავაძის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ბიბლიოთეკარის) თანამდებობის (1 საშტატო ერთეული) დასაკავებლად.
- ვაკატური თანამდებობისათვის განსაზღვრული სამუშაო აღწერილობა მოცემულია ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის N07 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ბიბლიოეთეკის დებულების 4.7. პუნქტში).
- საკონკურსო თანამდებობებზე სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 700 ლარს.
- საკონკურსო თანამდებობების სამუშაო აღწერილობა - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის N07 გადაწყვეტილება, ,,ბსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის დამტკიცებისა და "ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 26 სექტემბრის N01-11/69 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 25 თებერვლის 01-11/16 ბრძანება განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე ბრძანებასთან ერთად.
საკონკურსო თანამდებობის დასაკავებლად განისაზღვრება შემდეგი საკვალიფიკაციო და ძირითადი მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლების, ჰუმანიტარული, ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მიღებულ განათლებას);
ბ) ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა;
გ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი (მსგავს პოზიციაზე ან/და განათლების სისტემაში);
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;
ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;
ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე):
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV-VI თავები), ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, ბიბლიოთეკის დებულება, ბიბლიოთეკის სარგებლობის წესი.
- კონკურსანტებმა 2019 წლის 05 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
ა) კონკურსანტის განცხადება (ანკეტა) - შევსებული ბრძანების თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 2);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი საფეხურის განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი ( ნოტარიულად) წესით;
დ) სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ორი გვერდისა);
ე) სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცნობა;
ვ) სხვა დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო ან/და ძირითადი მოთხოვნების დასადასტურებლად(არსებობის შემთხვევაში).
- კონკურსანტებმა განცხადება (ანკეტა) და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის - bsu-hr@bsu.edu.ge მეშვეობით, დაგვიანებით მიღებული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება და კონკურსანტი პირველივე ეტაპზე მოიხსნება კონკურსიდან. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილ ვადაში მის მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი დოკუმენტაციის დედნები, ასევე სხვა დოკუმენტაცია - საკონკურსო კომისიის (ბსუ-ს ადმინისტრაციის) მოთხოვნის საფუძველზე.
- კონკურსი ჩატარდება 3 (სამ) ეტაპად:
7.1. პირველ ეტაპზე - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა - 2019 წლის 12 -13 თებერვალი;
7.2. მეორე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით ტესტირება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს - 2019 წლის 14 -19 თებერვალი;
7.3. მესამე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით გასაუბრება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს - 2019 წლის 20 -24 თებერვალი;
- კონკურსთან დაკავშირებით ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) იმ პირთა შესახებ, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ეტაპს;
ბ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ;
გ) სხვა ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის/ბსუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად.
- კონკურსანტები, მათ მიერ საკონკურსო განცხადებაში (ანკეტაში) მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე ან ტელეფონის საშუალებით ბსუ-ს ადმინისტრაციიდან მიიღებენ შემდეგი შინაარსის ინფორმაციას (შეტყობინებას):
ა) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას;
ბ) დოკუმენტების გადარჩევის ეტაპზე კონკურსიდან მოხსნის, ტესტირებაზე ან გასაუბრებაზე დაბარების შესახებ;
გ) კონკურსის შედეგის (დადებითი ან უარყოფითი) შესახებ;
დ) კონკურსის გასაჩივრების შემთხვევაში აპელაციის შედეგის შესახებ;
ე) საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
ბიბლიოთეკის დებულება
ბიბლიოთეკის სარგებლობის წესი
ბსუ-ს ეთიკის კოდექსი
ბსუ-ს შინაგანაწესი
ბსუ-ს წესდება
კონკურსანტის (ბიბლიოთეკარის) განცხადება (ანკეტა)
საბიბლიოთეკო საქმის შესახებ კანონი
უმაღლესი განათლების შესახებ კანონი
დამხმარე პერსონალის კონკურსის წესი
უკან |