1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტი უერთდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივას და 11:00 საათიდან, უნივერისტეტის ფოიეში გამართავს საჯარო კითხვას. სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ყველა მსურველი წაიკითხავს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს.
ღონისძიების ფარგლებში, გაგრძელდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტი „ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ - მსურველები გადაწერენ პოემის სტროფებს. აღნიშნული აქცია ეხმაურება კალიგრაფიის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიომ რამდენიმე დღის წინ (23 იანვარს) აღნიშნა
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ 2010 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელთა რიგებს საქართველო 4 წელია შეუერთდა.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია-"Litworld".
უკან |