საფრანგეთის მთავრობა სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020" ფარგლებში საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის აცხადებს კონკურსს.
პროგრამა საფრანგეთის მთავრობა სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020" ფარგლებში საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის აცხადებს კონკურსს.
პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ:
· სოფლის მეურნეობა
· განათლება
· ინჟინერია
· ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
· სოციალური მეცნიერებები
· ჰუმანიტარული მეცნიერებები
· სამართალი
· არქიტექტურა
· საჯარო მართვა
· მენეჯმენტი
იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება:
· უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
· უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე
· უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის
· უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას
კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2019 წლის 28 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს: http://iec.gov.ge/4344
https://institutfrancais.ge/fr/about-us/events/bourses-de-master-appel-candidature-/
უკან |