
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015-2018 წლებში დაფინანსებული ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების განაწილების მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა. ერაზამუს+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის სტატისტიკის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში ბსუ-მ განახორციელა გაცვლითი პროგრამები სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობით 45 პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში. უნივერსიტეტი ასევე ჩაერთო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების 9 პროექტში და ყოველწლიურად ატარებს ჟან მონეს საზაფხულო სკოლას.
უკან |