კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია
- გამოცხადდეს კონკურსი ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დარგობრივ დეპარტამენტში არქიტექტურის მიმართულებით ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
- საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 15 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N2 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi@bsu.edu.ge);
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით;
- საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
- კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2019 წლის 01 მარტიდან.
- კონკურსის ძირითადი პირობებია:
ასისტენტის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორანტი.
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;
ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;
გ) შესაბამისი მიმართულებით მომზადებული აქვს ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკულის/ლაბორატორიული სამუშაოს ან სხვა აქტივობის სასწავლო მასალა.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 10 დღის ვადაში;
დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);
ე) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით გათვალისწინებული N3 დანართის შესაბამისად შედგენილი);
ვ) კონკურსანტის ანკეტა (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით გათვალისწინებული N4 დანართის შესაბამისად შედგენილი);
ზ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. 65 წელს მიღწეული პირის კონკურში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხს ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტს ბსუ-ს აკადემიური საბჭო და მიღებული დადგენილება გამოქვეყნდება ბსუ-ს ვებგვერდზე.
9. ბსუ-ს წესდების, ,,ბსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების, აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N3 გადაწყვეტილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν04 გადაწყვეტილების და წინამდებარე ბრძანების გაცნობა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე (კონკურსების ველში).
კონკურსანტის განცხადების ფორმაკონკურსანტის ანკეტის ფორმა
კლასიფიკატორი
აფილირების წესი
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესი
აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასების წესი
დამხმარე პერსონალის კონკურსის წესი
უკან |