- საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) აცხადებს კონკურსს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში შემდეგი თანამდებობების (დამხმარე პერსონალი) დასაკავებლად:
-
- სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურისა და სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 22 აგვისტოს N02-05/98 ბრძანების დანართის 4.3. პუნქტით);
- სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურისა და სპორტის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული (სამუშაო აღწერილობა განსაზღვრულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 22 აგვისტოს N02-05/98 ბრძანების დანართის 4.4. პუნქტით);
- საკონკურსო თანამდებობებზე სახელფასო ანაზღაურება შეადგენს: ა) მთავარი სპეციალისტის - 950 ლარს; ბ) წამყვანი სპეციალისტის - 700 ლარს;
- საკონკურსო თანამდებობების სამუშაო აღწერილობის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება ( 2018 წლის 22 აგვისტოს N02-05/98) განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ წინამდებარე ბრძანებასთან ერთად.
საკონკურსო თანამდებობის დასაკავებლად განისაზღვრება შემდეგი საკვალიფიკაციო და ძირითადი მოთხოვნები:
სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარული, სამართლის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მიღებულ განათლებას);
ბ) უცხო ენის (ინგლისური - მიენიჭება უპირატესობა, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
გ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე ან/და განათლების სისტემაში);
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;
ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;
ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის ცოდნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV-VI თავები), ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის დებულება და ამ დეპარტამენტის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე).
სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტისათვის:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მღებულ განათლებას);
ბ) უცხო ენის (ინგლისური - მიენიჭება უპირატესობა, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა;
გ) სამუშაო გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე ან/და განათლების სისტემაში);
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms.Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;
ე) კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;
ვ) შემდეგი საკონკურსო თემატიკის ცოდნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-IV-VI თავები), ბსუ-ს წესდება, ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის დებულება და ამ დეპარტამენტის პერსონალის სამუშაო აღწერილობა (საკონკურსო თემატიკა განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე).
კონკურსანტებმა 2019 წლის 14 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
ა) კონკურსანტის განცხადება (ანკეტა) - შევსებული ბრძანების თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 2);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი საფეხურის განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი ( ნოტარიულად) წესით;
დ) სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ორი გვერდისა);
ე) სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცნობა;
ვ) სხვა დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო ან/და ძირითადი მოთხოვნების დასადასტურებლად(არსებობის შემთხვევაში).
კონკურსანტებმა განცხადება (ანკეტა) და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის - bsu-hr@bsu.edu.ge მეშვეობით, დაგვიანებით მიღებული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება და კონკურსანტი პირველივე ეტაპზე მოიხსნება კონკურსიდან. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილ ვადაში მის მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი დოკუმენტაციის დედნები, ასევე სხვა დოკუმენტაცია - საკონკურსო კომისიის (ბსუ-ს ადმინისტრაციის) მოთხოვნის საფუძველზე.
კონკურსი ჩატარდება 3 (სამ) ეტაპად:
1. პირველ ეტაპზე - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა;
2. მეორე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით ტესტირება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს;
3. მესამე ეტაპზე - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით გასაუბრება იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს.
კონკურსთან დაკავშირებით ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) იმ პირთა შესახებ, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ეტაპს;
ბ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ;
გ) სხვა ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის/ბსუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად.
კონკურსანტები, მათ მიერ საკონკურსო განცხადებაში (ანკეტაში) მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე ან ტელეფონის საშუალებით ბსუ-ს ადმინისტრაციიდან მიიღებენ შემდეგი შინაარსის ინფორმაციას (შეტყობინებას):
ა) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას;
ბ) დოკუმენტების გადარჩევის ეტაპზე კონკურსიდან მოხსნის, ტესტირებაზე ან გასაუბრებაზე დაბარების შესახებ;
გ) კონკურსის შედეგის (დადებითი ან უარყოფითი) შესახებ;
დ) კონკურსის გასაჩივრების შემთხვევაში აპელაციის შედეგის შესახებ;
ე) საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
კონკურსანტის განცხადება (ანკეტა)ბსუ-ს წესდება 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით
ბსუ-ს შინაგანაწესი 2018 წლის მდგომარეობით
ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობა
ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის დებულება
ბსუ-ს ეთიკის კოდექსი 2018 წლის მდგომარეობით
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 10.01.2019 წლის #01-10-01 ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონი
დამხმარე პერსონალის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი
უკან |