24 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი მაგული შაღაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სოციალური მუშაობის როლი პირველად ჯანდაცვაში“. ღონისძიება პროექტის ,,თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის მხარდამჭერი ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისათვის აჭარაში“ ფარგლებში იმართება. პროექტს ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრთან’’ ერთად, ,,ფონდ ღია საზოგადოების‘’ მხარდაჭერით ახორციელებს.
უკან |