
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ ბსუ-ში მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. GENIE-ი პროექტი ითვალისწინებს თანადაფინანსების გრანტების გაცემას სტარტაპებისთვის. საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებგვერდზე: http://www.grants.gov.ge

უკან |