
„საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის“ ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვედეთის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები, სასწავლო-სამეცნიერო პროექტები, სტაჟირების პროგრამები და კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნეს. წარდგენა პროექტის - „საინფორმაციო სესიები შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით“ ფარგლებში ჩატარდა.
უკან |