
ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
უკან |