30 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 328-ე აუდიტორიაში საფრანგეთის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართება. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები, საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშე ელეონორ გარნიე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნობენ საფრანგეთში სწავლის, კვლევის, დაფინანსების პროგრამებს.
უკან |