30 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 407-ე აუდიტორიაში, 10:00 საათზე დაიწყება სამდღიანი ტრენინგები თემებზე: „ჯგუფური ფსიქოგანათლება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის“ და „კოგნიტური ფუნქციების ტრენინგი ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებისათვის“. ექიმი–ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი ჯგუფური ფსიქოგანათლების ტრენინგზე მსმენელებს გააცნობს მძიმე ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებთან ჯგუფური თერაპიის ჩატარების ზოგად წესებს.
მეორე სემინარზე, რომელიც ეძღვნება კოგნიტური ფუნქციების გავარჯიშებას მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, მსმენელები შეისწავლიან დაზიანებული კოგნიტური ფუნქციების აღდგენის და გავარჯიშების პრაქტიკულ მეთოდებს.
აღნიშნული ტრენინგები ემსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტების ცოდნის გაღრმავებას და მომავალი სპეციალისტების განათლებას მკურნალობის ფსიქო–სოციალურ მეთოდებში.
ტრენინგები ორგანიზებული და დაფინანსებულია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის მიერ, ფონდ „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერით.
უკან |