ლევან ბოძაშვილისა და თეიმურაზ შარაშენიძის საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და პრიორიტეტები“.

სურათი

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, ელჩები: ლევან ბოძაშვილი და  თეიმურაზ შარაშენიძე წაიკიხავენ საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და პრიორიტეტები“.

 

თეიმურაზ შარაშენიძე, ელჩი, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. 1996-2004 წლებში საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში, 2004 – 2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ლევან ბოძაშვილი, ელჩი, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მაგისტრი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა