ესეების კონკურსი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

ევროკავშირი წარმომადგენლობა საქართველოში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ადგილობრივი წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (Field Presence of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights in South Caucasus) სტუდენტებისთვის აცხადებენ ესეების კონკურსს თემაზე:  "ადამიანის უფლებათა საყოველაო დეკლარაციის გავლენა ადამიანის უფლებათა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების განვითარებაზე". კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და მისი მიზანია ახალგაზრდებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაცია. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, კრეატიული ესეების წარდგენით გამოავლინონ ცოდნა და შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.


ესეს მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს 1500-იდან 3000-მდე სიტყვის სტანდარდს.

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 დეკემბერი (19:00 საათამდე). ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია, უმაღლესი სასწავლებლის, ფაკულტეტისა და კურსის მითითებით.

კონკურსის სამ გამარჯვებულს გადაეცემა პრიზები.

კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" - ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი" (EU/UN Human Rights for All - Support to the Implementation and Monitoring of the National Humant Rights Strategy and Action Plan) ფარგლებში.

ესეების კონკურსი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

საკონტაქტო პირი: ანა ხიზანიშვილი - http://khizanishvili.anna@gmail.com


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა