რუენის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) – 2 პერსონალი;
ენის კომპეტენცია: ინგლისური ენა B2/ ფრანგული ენა B2;
რეგისტრაციის ბოლო დღე: 2018 წლის 14 ნოემბერი, 18:00 საათი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბსუ-ს ადმინისტრაციის პერსონალს;
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში.
რეგისტრაციის ბმული: https://registration.bsu.ge/Registration-1.php
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი/ მობილობის ხელშეკრულება ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში;
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
სტიპენდია
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |