ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ERASMUS+ -ის საგრანტო პროექტში - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education - InnoCENS). პროექტის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლისთვისაც დაგეგმილია აქტივობები:
- სტუდენტებისა და ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირების მომზადება ინოვაციური და სამეწარმეო უნარებში - 2018 წლის ნოემბერი, დეკემბერი.
- სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინოვაციური იდეების დამუშავება ინკუბატორებში - 2018 წლის ნოემბერი, დეკემბერი;
- საუკეთესო პროექტისა და გუნდის გამოვლენა - 2019 წლის იანვარი.
2019 წლის თებერვალს გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეეტში (UPV) და პროექტს წარადგენენ საერთაშორისო კონკურსში.
2018 წლის 5 ნოემბრს დასრულდება ინოვაციური იდეების მიღება, რომელსაც განიხილავს კომისია მონაწილეების ჯგუფში (ინკუბატორებში) ჩასარიცხად
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინოვაციური იდეა-სამოტივაციო წერილი კომისიაზე განსახილველად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://gizo.partskhaladze@bsu.edu.ge
სამოტივაციო წერილის მოთხოვნები:
- იდეა უნდა იყოს დაწერილი გარკვევით ერთ ან ორ გვერზე;
- იდეის წარმოდგენისათვის დასაშვებია ნახაზის, სქემის ან ნახატის თანდართვა;
- იდეაში უნდა ჩანდეს ან ახალი პროდუქტის, ან ახალი მომსახურების შექმნის, ან გაუმჯობესების მცდელობა;
- ახალი იდეა უნდა იყოს მომხმარებლისთვის საინტერესო.
სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარებაზე ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტთან არსებულ ინოვაციების ცენტრში (აუდიტორია #208).
უკან |