ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დამატებითი გამოცხადება დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ინდივიდუალურ მობილობებს ზაარლანდისა (მიმართულება: ქიმია, ფარმაცია, ბიოლოგია)  და შჩეცინის უნივერსიტეტებში (მიმართულება: ყველა თანმხვედრი მიმართულება).

მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში.

მობილობის ხანგრძლივობა: 3 - 12 თვე

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • მონაწილე უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე  დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს.

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!

კონკურსის ეტაპები:

2018 წლის 30 ოქტომბერი -01 ნოემბერი - უცხო ენაში ტესტირების მსურველთა განცხადების მიღება კანცელარიის წესით (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით)

2018 წლის 02 ნოემბერი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე)  

 ტესტირების დადებითად ჩაბარების შემთხვევაში

2018 წლის 05-06 ნოემბერი (18:00 საათამდე) - საბუთების   ატვირთვა ელექტრონულ ბმულებზე http://registration.bsu.ge   და წარდგენა ბსუ-ს კანცელარიაში.
 

2018 წლის 07-09 ნოემბერი - სტუდენტთა გასაუბრება კომისიის წევრებთან.  

 არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!

 

 

წარსადგენი საბუთები დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

შენიშვნა:

  1. დაინტერესების წერილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ კანცელარიაში არაუგვიანეს 2018 წლის 07 ნოემბრისა. მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!
  2. ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის დამატებით უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ფაკულტეტიდან გაცემული ცნობა, თუკი სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ მე-6 სემესტრში სწავლის დასრულებას და სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე აუცილებლად გიწევთ სემესტრის დამატება.

სტიპენდია:

  • ყველა სტიპენდია მოიცავს უფასო სწავლას,  თვიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
  • სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ  გვერდისა და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ 22 ოქტომბრიდან 02 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში) 15-დან 17 საათამდე ( ბსუ-ს ოთახი #35)  ან  მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა