
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისათვის საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპატიო ჯილდო გადასცა. საპილოტე პროგრამას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1-ლი აგვისტოდან ახორციელებს. ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები, მათ შორის 18-22 წლის სტუდენტები მონაწილეობენ. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
უკან |