კონკურსი „ლიტერატურული ვიქტორინა“

სურათი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სტუდენტური პროექტის „ლიტოდისეის“ ფარგლებში ატარებს კონკურსს „ლიტერატურული ვიქტორინა“. კონკურსში კითხვის მოყვარული სტუდენტები გუნდებად ერთიანდებიან, მონაწილეობენ ლიტერატურულ ვიქტორინაში, სადაც პასუხობენ კითხვებს მხატვრული ნაწარმოებებიდან. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ დაუფინანსებს სწავლას ერთი წლით ან დაუნიშნავს სტიპენდიას. 
პროექტის პირობები:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან სამი წევრისგან შემდგარი გუნდები.
გუნდის შექმნა შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ერთ უნივერსიტეტში. ერთ გუნდში შესაძლებელია იყვნენ, სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტები.

დავალება:
მონაწილეებმა, პირველ ეტაპზე უნდა წაიკითხონ 10 წიგნი, რომელიც მითითებული იქნება “ლიტოდისეის” Facebook გვერდზე წინასწარ გამოქვეყნებულ სიაში.
სიის მიხედვით შედგება რა-სად-როდის ტიპის შეკითხვები, რომლებსაც უპასუხებენ მონაწილე გუნდები.

ვიქტორინა მოიცავს სამ ეტაპს:
I  ტური - გუნდური შეჯიბრი (შეკითხვები 10 შერჩეული წიგნიდან)
II ტური - გუნდური ტესტირება (შეკითხვები მომდევნო 10 შერჩეული წიგნიდან)
III ტური - ბრეინინგი, ბლიც-ტური (შეკითხვები I და II მეორე ტურებში წაკითხული წიგნებიდან)

რეგისტრაციის პროცედურა:
კონკურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/74nFzp

რეგისტრაცია გაგრძელდება18 ნოემბრამდე

ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/litodisea/

ან დარეკეთ ნომერზე:  +995 32 91 09 54.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა