
2018 - 2019 სასწავლო წელს ბსუ განახლებული სტუდენტური სერვისებით შეხვდა. გაიხსნა სტუდენტური კაფე და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ახალი ოფისი, სადაც შესაძლებელია ერთი ფანჯრის პრინციპით სერვისების მიღება.
სტუდენტურ კაფეში გაიმართება ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებთან. ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული სივრცე გამოიყენონ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად.
სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში სტუდენტები შეძლებენ მიიღონ სწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და სწრაფ რეჟიმში ისარგებლონ ისეთი სერვისებით, როგორიცაა აკადემიური და ადმინისტრაციულ რეგისტრაცია, სპორტულ და კულტურულ წრეებში გაწევრიანება, ცნობისა და სასწავლო ბარათის მიღება.
უკან |