ბსუ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლისათვის (2018 წლის 1 ოქტომბერი - 2019 წლის 20 ივლისი) სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით გამოცხადდეს ღია კონკურსი პერსონალის (მასწავლებელთა/სპეციალისტთა) შესარჩევად
-
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით 2018 წლის 20 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - დანართი 1-ის შესაბამისად);
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი/ასლები;
- ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით და ხელმოწერილი);
- ფერადი ფოტო (ზომა ¾).
- კონკურსი ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ჩატარება) 2018 წლის 27 და 29 აგვისტოს;
- საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგები საჯაროდ გამოცხადდება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოსა;
- კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიიღება ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით - 2018 წლის 3 სექტემბერს, 10 საათიდან 15 საათამდე;
- კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2018 წლის 5 სექტემბერისა;
განცხადების ფორმა (დანართი 1)
უკან |