
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატიის საზაფხულო სკოლა დასრულდა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და ელჩებმა: მიხეილ უკლებამ, კონსტანტინე ჟღენტმა და მამუკა ციხელაშვილმა საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. საზაფხულო სკოლაში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში ელჩები ლექციებს კითხულობდნენ თანამედროვე ქართული დიპლომატიის ისტორიაზე, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე.
უკან |