სტუდენტთა საყურადღებოდ!

ახალი სასწავლო წელი ბაკალავრიატში დაიწყება 15 სექტემბერს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში 29 სექტემბერს. სტუდენტთა აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 1-ლი სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში:

  1. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.N32 , ოთახი №517, მე-5 სართული;
  2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.32, ოთახი №315, მე-3 სართული;
  3. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.32, ოთახი №228, მე-2 სართული;
  4. ტურიზმის ფაკულტეტი (უნივერსიტეტის II კორპუსი, რუსთაველის ქ.N32, ოთახი №121, პირველი სართული;
  5. განათლების ფაკულტეტი (უნივერსიტეტის I კორპუსი, ნინოშვილის N35, აუდიტორია №50, მე-3 სართული;
  6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (უნივერსიტეტის I კორპუსი, ნინოშვილის ქ.N35, აუდიტორია №42, მე-2 სართული;
  7. ტექნოლოგიური ფაკულტეტი (ფიროსმანის ქუჩა N12, ოთახი 103, პირველი სართული)

სწავლის წლიური საფასურის გადახდა მოხდება ეტაპობრივად - 6 ნაწილად:

  • I ეტაპი - ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთათვის - 27 სექტემბრის ჩათვლით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის - 11 ოქტომბრის ჩათვლით.
  • II ეტაპი - 08 ნოემბრის ჩათვლით;
  • III ეტაპი - 27 დეკემბრის ჩათვლით;
  • IV ეტაპი - 28 თებერვლის ჩათვლით;
  • V ეტაპი - 11 აპრილის ჩათვლით;
  • VI ეტაპი - 30 მაისის ჩათვლით;

პირველკურსელებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობა/პასპორტი - დედანი და ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - დედანი და ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3×4) ასევე ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.


უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი"
საიდ. კოდი: 245428158
მომსახურე ბანკი: სს ,,ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE 22
ა/ა: GE69 BS00 0000 0000 1335 57


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა