ბსუ-ს მეცნიერ თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდა კონკურსი ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ისტორიის მიმართულებით მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადება, კონკურსანტის ანკეტა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 20 ივლისიდან  23 ივლისის ჩათვლით, 10 საათიდან 16 საათამდე, ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32 (ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სამუშაო ოთახი). მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - bsukonkursi2018@bsu.edu.ge)
  3. კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 24 ივლისიდან  25 ივლისის ჩათვლით;
    1. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს 2018 წლის 26 ივლისისა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge).
  4. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2018 წლის 1 აგვისტოდან;
  5. კონკურსის ძირითადი პირობებია:
  6.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის (შემდეგში კლასიფიკატორის) 2.3,  2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6  ან  3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში.

  1.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე  ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

ა)  პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის (მინიმუმ მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ)  სამოტივაციო წერილი;

დ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიას ასევე უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად);

9. ბსუ-ს წესდების,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“  ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილების, ,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ისტორიის მიმართულებით მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ბსუ-ს რექტორის ბრძანების გაცნობა და კონკურსანტთა განცხადებისა და ანკეტის ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდიდან (კონკურსების ველში).

ბრძანება N-01-08-71

  კლასიფიკატორი
  კონკურსანტის ანკეტა
  კონკურსანტის განცხადება
  კონკურსის ჩატარების წესი
  ბრძანება 01-08/90
  საკონკურსო და სააპელაციო კომისია
  კონკურსანტები
  ოქმი N-3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა