საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს სტაჟირების კონკურსს სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმის იუსტიციის სახლში. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. საწყის ეტაპზე სტაჟირების პირველი 3 თვე არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ვადის 3 თვით გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი (ანაზღაურება შეადგენს დარიცხულ 200 ლარს).
კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები:
- კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- ქართულისა (C1) შესაბამის დონზე ცოდნა;
- ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება, მინიმუმ ორი საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა);
- სამოტივაციო წერილის ველის შევსება;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50048?active=1
უკან |