გაცვლითი პროგრამა ყაზგუუს (ყაზახეთის) უნივერსიტეტში

სურათი

ყაზახეთის იურიდიულ უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს მობილობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული, ტურიზმის,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებს. მობილობა განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის  სემესტრებში.
მობილობის ხანგრძლივობა:  ერთი სემესტრი

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ენის ცოდნა (ინგლისური) არანაკლებ B2 დონისა;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • CV (ქართულ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
  • გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018  წლის 25 მაისი (ბსუ-ს კანცელარია, ოთახი #1).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა