გამოცხადდა დამატებითი კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+-ის პროგრამის სტიპენდიის. მობილობის ხანგრძლივობაა 7 დღე და განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს დღიური და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2018 წლის 11 მაისი 18:00 საათი
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში, არაუგვიანეს 11 მაისის 18:00 საათისა.
რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე: http://registration.bsu.ge
საბუთები:
1. პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
2. ცნობა სამსახურიდან (ქართულ ენაზე);
3. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/სერთიფიკატი - B2 (ინგლისურ ენაზე);
4. Europass CV (ინგლისურ ენაზე);
5. მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
6. მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესით;
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
შენიშვნა
აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.
უკან |