ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს „სტუდენტური პროექტების“ კონკურსს. კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება. სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს ორი სახის - სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტის ბიუჯეტი - 5000 ლარს.
პროექტების განხილვის პროცედურა და თარიღები:
„საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტები“
პროექტის განაცხადის ელექტრონულად მიღება: 2018 წლის 1-30 მაისი;
საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება: 2018 წლის 1-10 ივნისი;
შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 10-11 ივნისი;
გამარჯვებული პროექტის განხორციელება: 2018 წლის 18 ივნისი - 30 სექტემბერი.
„სამეცნიერო-კვლევითი სახის პროექტები“
პროექტის განაცხადის ელექტრონულად მიღება: 2018 წლის 3 სექტემბრიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით;
საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება: 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით;
გამარჯვებული პროექტის განხორციელება: 2019 წლის 1 იანვარი - 30 ივნისი
რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://portal.bsu.edu.ge
კარიერული ოფისი - საუნივერსიტეტო პროექტები - ბსუ-ს „სტუდენტური პროექტების“ კონკურსი
უკან |