ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგიმ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები“. მომხსენებელმა სტუდენტებს სადამკვირვებლო მისიის აქტუალური საკითხები გააცნო და საქართველოში მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა და მომხსენებელმა შეკითხვებს უპასუხა.
უკან |