ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გივი აბაშიძის წიგნი `სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც პროკურორის ფუნქცია და მისი განხორციელება გამოძიების სტადიაზე~ გამოიცა. ნაშრომი ეხება სისხლის საპროცესო სამართლის თეორიის მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად განხილულია პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის განხორციელება გამოძიების სტადიაზე, ზოგადად დისკრეციული სისხლისსამართლებრივი დევნის ქართული მოდელი. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი იურიდიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე სამეცნიერო და სამართალდამცავ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.
უკან |