23 ივნისი 2023 წელი

სრული, 7-წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის „სკოლამდელი განათლების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს პირველად სთავაზობს „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელზეც 2023-2024 სასწავლო წლისათვის მიღება გამოცხადებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. ვულოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.