პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გამოცხადდა მიღება ბსუ-ს პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“

სურათი

გამოცხადდა მიღება ბსუ-ს პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“. პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), რისთვისაც დაინტერესებულმა პირებმა სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს აჭარის ა.რ. რეგიონურ წარმომადგენლობაში (მისამართი - ქ. ბათუმი, ძმები ნობელების ქ. N27) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) ფოტოსურათი (3X4);

გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით - ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“   განსაზღვრული წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ბსუ-ს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

 

დაშვების წინაპირობები:

  • განათლება: სრული ზოგადი;
  • ასაკი: არანაკლებ 18 წელი.

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გამოცდა (ტესტირება) და გასაუბრება;

აპლიკანტი/პროგრამის გავლის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;  მემცენარეობის დარგში დასაქმებული ფერმერი და/ან აგრონომი და/ან აგრომეწარმე და/ან აგრობიზნესის წარმომადგენელი და/ან აგრარული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:  577-49-19-39

 

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა