პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირება“

სურათი

29-30 მაისს თანამშრომლობითი ვიზიტი გაიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA)-ში თემაზე - „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირება“. ვიზიტში ჩართულები იყვნენ ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერი ჯილდა აბაშიძე და ხარისხის კოორდინატორი ნინო გოგმაჩაძე. მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობა.

ვიზიტს ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა