პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საექთნო განათლება (V დონე);

აღმზრდელი (V დონე);

საფინანსო სერვისები (III დონე);

ბუღალტრული აღრიცხვა (V დონე);

მებაღეობა (IV დონე);

საბიბლიოთეკო საქმე (IV დონე).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტთა) რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე -  http://vet.emis.ge ან/და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მხარდაჭერით ( ცხელი ხაზი: 557 36 40 44; 591 95 76 62)

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობები

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის ჩარიცხვის პირობები განისაზღვრება პროგრამით, რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონს, კანონქვემდებარე აქტებს და არსებობის შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის ხელმძღვანელს:

საექთნო განათლება - 577 533 076 (თამარ მხატვარი)

აღმზრდელი - 591 980 699 (მარიანა გოგოლიშვილი)

ბუღატრული აღრიცხვა - 551 098 099 (თამთა ბერიძე)

საფინანსო სერვისები - 557 725 050 (თათია სეფერთელაძე)

საბიბლიოთეკო საქმე - 577 141 098 (ნათია ბურჭულაძე)

მებაღეობა - 595 616 187 (გიორგი მახარაძე);  558 140 875 (ჯიმშერ დიასამიძე).

პროგრამაზე დაშვების მექანიზმები

საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმებს განსაზღვრავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ელ.ფოსტა:  vocational@bsu.edu.ge ტელ: 577 491 939; 591 980 383;

 

  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა