ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი თემაზე „სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში". ტრენინგს წინ უძღოდა პროფესიული მასწავლებლების საჭიროებათა კვლევა. ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული განათლების თავისებურებები, პედაგოგიკა, მოტივაციისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა და სხვ. მეორე დღე შეეხებოდა სწავლა-სწავლების მეთოდებს პროფესიულ განათლებაში. სწავლება მიზნად ისახვდა პროფესიული განათლების მასწავლებლების პედაგოგიური უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.
უკან |