ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ირაკლი მიქელაძის ორგანიზებით, ხორციელდება პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობა", რომლის მიზანია ქალთა უფლებებისა შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, ბსუ-ს პროფესიული სტუდენტებისთვის შეხვედრა გამართეს სახალხო დამცველის ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა გიორგი ჩარკვიანმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის" პროექტების მენეჯერმა ციალა ქათამიძემ.
უკან |