პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია (ფაზა 2)”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების სააგენტოს უმასპინძლა. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია (ფაზა 2)” ფარგლებში გაიმართა. სამუშაოა შეხვედრაზე კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო მოდულის, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი (კლიმატგონივრული) სოფლის მეურნეობის სახელმძღვანელოსა და სოფლის მეურნეობის დარგში, ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის მონაწილეებისთვის, ინფორმაციისა და ხარისხის სტანდარტის წარდგენა შედგა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი,   გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი თამარ სანიკიძე და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნათია სარალიძე.

შეხვედრის ფარგლებში, ბსუ-ს ბიბლიოთეკას გადაეცა აგრარული მიმართულების სამეცნიერო ლიტერატურა და პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა