სამეცნიერო კვლევები

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამამთავრებელ სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსის კვლევა“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამამთავრებელ სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსის კვლევა“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი მურმან გორგოშაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორი დავით დევაძე, ზურაბ შაშიკაძე, დავით სამნიძე, სტუდენტი ნინო ბასილაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამამთავრებელ სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსის კვლევა“ იქნება ბსუ-ს პროფესიული განათლების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამამთავრებელ სტუდენტთა შესაბამისი პროგრამებით, სასწავლო პროცესით, პროფესორ-მასწავლებლებით, ადმინისტრაციით, პრაქტიკით, დამსაქმებლებთან ურთიერთობით, ინფრასტრუქტურით, ბსუ-ს შესახებ მიღებული ინფორმაციის წყაროების მიხედვით კმაყოფილება-უკმაყოფილების კვლევა. აღნიშნული პროექტის შედეგების გამოყენება შესაძლებელია საუნივერსიტეტო ცხოვრების, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი პერსპექტივის დაგეგმვისას, რაც პროექტის მნიშვნელობასა და აქტუალობას უსვამს ხაზს. კვლევის შედეგად, კვლევის მეცნიერული მეთოდების გამოყენებით, მოხდება მინიმუმ რვა, სტუდენტური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი, პარამეტრით სტუდენტთა კმაყოფილება-უკმაყოფილების ინდექსის კვლევა, რომლის მეცნიერული ღირებულება, მისი (კვლევის შედეგების), უნივერსიტეტის საქმიანობის თვითშეფასებისა და განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად (კრიტერიუმად) გამოყენებაში მდგომარეობს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა