სამეცნიერო კვლევები

აჭარაში ინტროდუცირებული და ენდემური მცენარეების ნაყოფის გადამუშავების დროს ბიოაქტიური ნაერთების ცვლილებები

სამეცნიერო პროექტი: აჭარაში ინტროდუცირებული და ენდემური მცენარეების ნაყოფის გადამუშავების დროს ბიოაქტიური ნაერთების ცვლილებები

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორი ალეკო კალანდია, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ინდირა ჯაფარიძე, დოქტორანტები: ინგა ქარცივაძე, ნონა სურმანიძე, მერი ხახუტაიშვილი და ჯეირან ფუტკარაძე

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2017 წელი

სამეცნიერო პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: აჭარაში გავრცელებული     ზოგიერთი ენდემური და ინტროდუცირებული მცენარის ნაყოფის გადამუშავების დროს მიმდინარე, მაჟორული და მინორული   შემცველობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ქიმიური ცვლილებების (ფენოლური ნაერთების, ეთერზეთების, ნახშირწყლების, კურკის ლიპოიდური ნაერთების, სპირტების, ალდეჰიდების და სხვა) შესწავლა თანამედროვე ინსტრუმენტული მაღალი წნევის სითხური - ულტრა იისფერი, ხილული (HPLC-UV-Vis), რეფრაქციის ინდექსის (RI), კონდუქტომეტრული დეტექტორებით (HPLC-Conductivity) და აირ-სითხური ქრომატოგრაფიით (GC), ულტრამაღალი წნევის ქრომატო-მას- ფოტოდიოდური-სპექტრომეტრიით (UPLC-MS, PDA) და ექსტრაქცია ნახშირორჟანგით სუპერფლუიდური (SFE extraction) მეთოდით, ნედლეულის ნარჩენებიდან ბიოლოგიურად აქტიური  ნაერთებით მდიდარი  კონცენტრატების და  პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა