სამეცნიერო კვლევები

„რუსული რბილი ძალა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად“

სამეცნიერო პროექტის დასახელება ,,რუსული რბილი ძალა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ხოზრევანიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

არჩილ ვარშალომიძე - ბსუ-ს იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი,

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასისტენტ- პროფესორი (ახალგაზრდა მკვლევარის კონსულტანტი);

მარიამ ყურშუბაძე - საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტი (დამხმარე პერსონალი);

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  20.03.2024 – 31.12.2024

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა:

2022 წლის 24 თებერვლიდან, აჭარის რეგიონში, რუსეთის ფედერაციიდან დევნილი თუ თავიანთი სურვილით საყოველთაო სამხედრო მობილიზაციაზე თავის არიდების საფუძვლით ათიათასობით მიგრანტის მიღებით და ადგილობრივებთან თანაცხოვრებით, შეინიშნება საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაცია რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების ირგვლივ.

დაგეგმილი სამეცნიერო კვლევა მოგვცემს უახლოეს შედეგებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლების განწყობების შესახებ რუსული რბილი ძალისა და ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ რეგიონში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო პროექტი მოგვცემს ლოკალურ შედეგებს აჭარის რეგიონის ცალკეული მუნიციპალიტეტების დონეზე არსებული განწყობების შესახებ და მათ ანალიზს, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება რეგიონალურ დონეზე რუსული პროპაგანდის საინფორმაციო სივრციდან რეალურ სივრცეში საზოგადოებრივი განწყობების შედეგების მისაღებად.

კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს აჭარის რეგიონში კრემლის პროპაგანდის ძირითადი არხების კვლევა, რაც გულისხმობს კომპლექსური (მთლიანად რეგიონის მასშტაბით ჯამური კვლევის ჩატარებას) და ლოკაციური ხასიათის (კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში) კვლევების ჩატარებას, როგორც ბათუმის მასშტაბით, ასევე აჭარის მაღალმთიანეთში და სხვა მუნიციპალიტეტებში. კვლევის მიზნობრიობაში ძირითად მიმართულებად განსაზღვრულია რუსული რბილი ძალისა და პროპაგანდის არხების კვლევა შემდეგ პრიორიტეტულ უბნებზე.

სამეცნიერო კვლევის ამოცანებში კვლევითი პროცესის განხორციელებისას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დაიკავებს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის განწყობების კვლევა რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

დაგეგმილი სამეცნიერო კვლევითი პროექტი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ უახლოესი შედეგები აჭარის რეგიონში რუსული რბილი ძალის პრიორიტეტული არხებისა და უბნების შესახებ (მედია-საშუალებები, არასამთავრობო და/ან პოლიტიკურ ორგანიზაციები, რელიგიურ კონფესიები და ბიზნეს-სექტორი).

კვლევის შედეგების გავრცელებისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, დაგეგმილია სამეცნიერო სტატიის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნება.

ზემოხსენებული საშუალებას მისცემს ადგილობრივ და უცხოელ მკვლევარებს დაინტერესების შემთხვევაში კვლევის შედეგები გამოიყენონ თავიანთი ქვეყნის მაგალითზე შედარებითი ანალიზის გასაკეთებლად.

დაგეგმილია კვლევის შედეგების გავრცელება ფართო საზოგადოებაში, კერძოდ, ჩასატარებელი კვლევის შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია გავრცელდება საჯარო ლექციებისა და მოხსენებების გზით (უნივერსიტეტებში, ადგილობრივ თუ საზღვარგარეთ ჩატარებულ კონფერენციებზე მონაწილეობის გზით).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა