სამეცნიერო კვლევები

სტუდენტთა ადაპტაციის ფსიქოლოგიური ასპექტები: ადაპტაციის სირთულეები და მისი გავლენა სწავლის შედეგებზე

სამეცნიერო პროექტის დასახელება სტუდენტთა ადაპტაციის ფსიქოლოგიური ასპექტები: ადაპტაციის სირთულეები და მისი გავლენა სწავლის შედეგებზე

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  პროფესორი ქეთევან ბერიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  პროფესორი ქეთევან ბერიძე, ასოცირებული პროფესორი რუსუდან კეჭაყმაძე, ასისტენტ პროფესორი დავით ქათამაძე, მოწვეული მასწავლებელი მარიამ ნანაძე, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტი მადონა გორგოშაძე, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 სასწავლო წელის სტუდენტი, ასისტენტი მესხიძე შორენა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 სასწავლო წელი ვეკუა ლიზი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  29.03.2024-30.09.2025

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა:

ადაპტაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როცა მიმდინარეობს ცხოვრების პირობების მუდმივი და ღრმა ცვლილებები. სტუდენტებს უჭირთ ახალ გარემოსთან ადაპტაცია, ხოლო სიძნელეების გადალახვისათვის საჭიროა მომზადება. ადაპტაციის პრობლემები უფრო მეტად იჩენს თავს უცხოელ სტუდენტებთან (ინდოელები), რომლებიც მოწყვეტილი არიან საკუთარ ქვეყანას და იმყოფებიან სრულიად განსხვავებულ კულტურულ გარემოში. საუნივერსიტეტო გარემოში სტუდენტის ადაპტაცია, მნიშვნელოვანია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით. ადაპტაციური მექანიზმების მოუმწიფებლობა, გარემოს ცვლილებების შემთხვევაში, ხშირად ქმნის ადაპტაციის სირთულეებს, რაც გამოიხატება მომატებულ შფოთვაში, დაძაბულობაში, დეპრესიაში, უარის თქმა ლექტორებთან და თანატოლებთან კონტაქტებზე, უკიდურეს შემთხვევაში სუიციდურ აზრებში. ადაპტაციის სირთულეებისას სტუდენტებში ხდება ფიზიოლოგიური ცვლილებებიც, იგი ადვილად ავადდება, უჭირს სწავლა და განიცდის დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობას, როცა აღმოაჩენს, რომ უჭირს სასწავლო პროცესში ჩართვა. ზოგადად, ჩვეული ოჯახური პირობების შეცვლისა და უნივერსიტეტის ახალ გარემოში მოხვედრის დროს, ახალგაზრდა განიცდის დისკომფორტს, მისი შფოთვის დონე მაღლდება. ურთიერთობის უნარის უქონლობა და არაადეკვატური თვითშეფასება სტუდენტს სირთულეებს უქმნის თანატოლებთან ურთიერთობაში და სწავლაში. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტის ადაპტაციის სირთულეების გამომწვევი ფაქტორების გამოვლენას და მათი დაძლევის ხერხების შემუშავებას სპეციალურად ორგანიზებული  ადაპტაციის სასწავლო-თერაპიული ტრენინგის  ჩატარებით.

კვლევის მიზანია სტუდენტთა ადაპტაციის სირთულეების გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა და მათი დაძლევის პირობების შემუშავება სპეციალურად ორგანიზებული  ადაპტაციის ტრენინგის  ჩატარებით.

კვლევა 4 ეტაპისაგან შედგება:

 I. ეტაპზე მოხდება საკვლევი პრობლემის გარშემო არსებული სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლა;

II. გამოვლინდება უნივერსიტეტთან სტუდენტის ადაპტაციური სიძნელეების განმსაზღვრელი ფაქტორები;

III. შეირჩევა ვალიდური და ადაპტირებული კვლევის ინსტრუმენტები;

IV. მომზადდება სტუდენტთა ადაპტაციის ტრენინგები;

V. გამოკვლეულ იქნება სტუდენტთა პიროვნული თვისებები და კომუნიკაციური უნარები და დადგინდება მათი კავშირი ადაპტაციის სირთულეებთან;

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

ადაპტაციის ტრენინგის ჩატარება დაეხმარება სტუდენტებს სტრესის დაძლევაში, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში, კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს შეუწყობს  ადაპტაციის პროცესს და შეძენილი უნარების სხვა სოციალურ გარემოში გამოყენებასაც.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა