სამეცნიერო კვლევები

ნობელების ნავთობსარეწაო მოღვაწეობის ტრადიციები საქართველოში და ნავთობის მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიები

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ნობელების ნავთობსარეწაო მოღვაწეობის ტრადიციები საქართველოში  და ნავთობის  მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიები.

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი ნორა (ნონა) მამულაიშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:

კოორდინატორი: ბსუ-ს  გამომცემლობის  დირექტორი, პროფესორი ნანა ხახუტაიშვილი,

ძირითადი  შემსრულებელი: ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი  ნორა (ნონა) მამულაიშვილი

ახალგაზრდა მეცნიერი: ტექნიკის დოქტორი  თეა ხითარიშვილი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 6 თვე

პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები: პროექტის მიზანია  მეცნიერების  პოპულარიზაცია, რომელიც  მიზნად  ისახავს ნავთობის წარმოების ტექნოლოგიის დარგში სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაფართოებას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაში ჩართულობას, ასევე შემოქმედებითი ტრადიციების და მეცნიერული მიღწევების გაცნობას, და გაანალიზებას, ქვეყნის ეკონომიკის და ევროპული ინტეგრაციის გათვალისწინებით.

პროექტის კვლევითი ჯგუფის ამოცანაა გამოცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და სარედაქციო სამუშაოების შესრულება და  ნაშრომის გამოსაცემად მომზადება.

 მოსალოდნელი შედეგები:  პროექტის განხორციელების მოსალოდნელი  შედეგია  მონოგრაფიის გამოცემა, სადაც  განხილული იქნება საქართველოში  ძმები ნობელების  ნავთობსარეწაო  მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური  მასალები და  სამუზეუმო  ექსპონატები, (1878 -1910)წ.უნდა აღინიშნოს, რომ  ძმები ნობელების სამუშაო  ოფისის, „ნობელების კანტორის“ ყოფილ  შენობაში  2007 წლიდან გაიხსნა ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც შთამბეჭდავ წარმოდგენას იძლევა ნობელების საქმიანობის შესახებ. ასევე ნობელების  მოღვაწეობის  მოკლე ისტორიები განხილულია  სხვადასსვა გამოცემებში, რომლებიც ზოგადია და მცირე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მონოგრაფიის ფართო მაშტაბიანი პროფილით გამოცემა. მონოგრაფიის  პირველი  ნაწილში მოცემული იქნება   ძმები ნობელების ბიოგრაფიული ცნობები, მათი ჩამოსვლის მიზანი კავკასიაში და საქართველოში. ძმები ნობელების უშუალო მონაწილეობითაა აშენებული 1883 წელს ბათუმის ნავთობის პირველი საზღვაო ტერმინალი, პირველი მიწისქვეშა მაგისტრალი ბაქო-ბათუმი, ასევე  სარკინიგზო სატრანსპორტო ქსელი ბაქო-ბათუმი. რომელიც წარმოადგენდა უმოკლეს სატრანსპორტო  გზას  ევროპისაკენ. ამ გზით  ხორციელდებოდა  ბაქოს  ნავთობის  ტრანზიტი ევროპაში და ბათუმი გახდა ცნობილი, მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი მსოფლიოში. მონოგრაფიაში ნობელების ნავთობსარეწაო მოღვაწეობის პარალელურად შესწავლილი იქნება საქართველოს შავიზღვისპირა ზოლის  თანამედროვე  საზღვაო  ტერმინალები, სადაც  წარმოებს  სხვადასხვა  სახეობის ტვირთებისა და ნავთობის ტრანზიტი. ასევე განიხილება, საქართველოში ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების  თანამედროვე  ტექნოლოგიები. ნავთობის მოპოვების პრობლემური საკითხები  და მათი  ინჰიბირების  ინოვაციური ტექნოლოგიები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა