სამეცნიერო პროექტის დასახელება: მცენარე ქაცვის ცხიმი და მასში ხსნადი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი მაია ვანიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ხათუნა შაინიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 7 თვე, 2024
პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები. ქაცვის (Hippophae) საქართველოში გავრცელებული ფორმების ქიმიური შედგენილობის შესწავლა, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების იდენტიფიკაცია, ნედლეულისა და გადამუშავების ანარჩენების ვალორიზაციის და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესუსტების მიზნით სუბსტანციების და პრეპარატების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება; შესასრულებელი ამოცანები: ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევის თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური მეთოდების ადაპტირება; ნედლეულისა და გადამუშავების ანარჩენების (მეორადი ნედლეული) ბიოაქტიური ნაერთების შესწავლა; მიღებული ექსტრაქტების და პრეპარატების ბიოლოგიური აქტიურობის სკრინინგი და გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; სტანდარტიზაცია და კვლევის მეთოდების ვალიდაცია;
მოსალოდნელი შედეგები. წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ ქაცვის ნაყოფის გადამუშავებით მიღებული პრეპარატების ქიმიური კვლევის შედეგები და გამოყენების პერსპექტივები. შესწავლილი იქნება ქართული ქაცვის ნაყოფის გადამუშავების შესაძლო ტექნოლოგიები. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდება მონოგრაფია და გაფართოვდება კვლევები უცხოელ პარტნიორებთან.
უკან |