სამეცნიერო კვლევები

ნანოსტრუქტურების ელექტრული და ოპტიკური თვისებების გამოკვლევა ეფექტური გარემოს მეთოდების გამოყენებით

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ნანოსტრუქტურების ელექტრული და ოპტიკური თვისებების გამოკვლევა ეფექტური გარემოს მეთოდების გამოყენებით.

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ომარ ნაკაშიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

  1. ომარ ნაკაშიძე - ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი;
  2. ნუგზარ ღომიძე - ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი;
  3. ლალი კალანდაძე - ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
  4. იზოლდა ჯაბნიძე - ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
  5. ნუკრი კახაბერიძე - ფიზიკის სპეციალობის II სასწავლო წლის სტუდენტი;

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  9 თვე (15/03/2023-15/12/2023)

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

პროექტის ძირითადი მიზანია ნანოსტრუქტურების  ოპტიკური და ელექტრული თვისებების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა  სინათლის ელექტრომაგნიტური ტალღის ფართო დიაპაზონში.  ასეთი  კვლევების ძირითადი ამოცანაა გავარკვიოთ ნანოსტრუქტურის ფიზიკური თვისებების (ოპტიკური და ელექტრული) დამოკიდებულება მათ ისეთ სტრუქტურულ პარამეტრებზე როგორიცაა: ნანონაწილაკების ზომა და ფორმა, ნანონაწილაკების კონცენტრაცია და სივრცეში მათი ორიენტაცია, მატრიცის (დიელექტრიკული გარემო) დიელექტრიკული შეღწევადობა.

ამჟამად ნანოტექნოლოგია და ნანომასალები ფართოდ გამოყენება მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროში. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ ენერგეტიკა, ელექტრონიკა, ბიოლოგია და მედიცინა.  ასეთი კვლევების აქტუალობა უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია პრაქტიკული თვალსაზრისით საინტერესო ფიზიკური თვისებების მქონე ახალი მასალებისა და ხარისხობრივად  ახალი მიკროელექტრონული ხელსაწყოების შექმნასთან.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის დასრულების შედეგად უნივერსიტეტში  შეიქმნება თანამედროვე ტიპის, სამეცნიერო კვლევითი ექსპერიმენტული დანადგარი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ზედაპირული ფენების ოპტიური თვისებების სპექტრალური გამოკვლევა, გარდატეხის მთავარი მაჩვენებლისა და შთანთქმის მთავარი კოეფიციენტის განსაზღვრის გზით. შესაძლებლობა გვექნება მოვახდინოთ ნანოსტრუქტურების ოპტიკური თვისებების კომპლექსური შესწავლა, ამ თვისბების  ნანოსტრუქტურის  სტრუქტურულ პარამეტრებზე დამოკიდებულების გამოკვლევის გზით.   მიღებულმა შედეგებმა კი შეიძლება ნანოსტრუქტურების ოპტიკური თვისებების პროგნოზირებისა და შესაბამისი სტრუქტურული მოდელების განსაზღვრის შესაძლებლობაც მოგვცეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა