სამეცნიერო კვლევები

„ნოზოკომიური ინფექციების სპექტრის და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილის შესწავლა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში”

სამეცნიერო პროექტის დასახელება: - ,,ნოზოკომიური ინფექციების სპექტრის და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილის შესწავლა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში”

გრანტის დაფინანსების წყარო:  ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი თეა ქოიავა

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

 NCDC დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის, ლაბორატორიის სპეციალისტი, ბაქტერიოლოგი, პროქტის კონულტანტი -ვიქტორია თავაძე

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - სალომე კალანდაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 10 თვე

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

პროექტის მიზანია COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში განისაზღვროს ის პრევალირებადი მიკროორგანიზმების სპექტრი, რომლებიც იწვევენ ნოზოკომიურ ინფექციებს და მათი ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილის შესწავლა .

 2019 წლის 31 დეკემბრიდან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული დაავადება (COVID-19) სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. 2020 წლის მარტის დასაწყისიდან, ახალი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების რაოდენობამ 190-ს გადააჭარბა. ჯანმო-მ 2020 წლის 30 იანვარს ვითარება საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, ხოლო 11 მარტს პანდემიად შეაფასა. საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. სტატისტიკური მონაცმებით ვირუსის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში 213 ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულია 6 452 391-ზე მეტი ინფიცირების და 382 479-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 306 6698-ზე მეტი პირი. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ს ახასიათებს გადაცემის მაღალი სიხშირე, გამოვლენილ შემთხვევებში დაავადების მიმდინარეობა სიმძიმის მიხედვით საკმაოდ განსხავებულია - უსიმპტომოდან ფატალურ შედეგამდე. საკითხი რომლის შესწავლაც მნიშვნელოვანია, დაავადების მართვის და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის არის - ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა (AMR) წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. AMR არის მიკროორგანიზმის უნარი გაუძლოს ანტიმიკრობული პრეპარატების ზემოქმედებას, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის ინფექციის წარმატებით მკურნალობას. მასიურმა ანტიბიოტიკეოთერაპიამ, გამოიწვია ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების ანტიბიოტიკორეზისტენტობის გაზრდა. ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ნოზოკომიურ ინფექციათა მკურნალობაში. სამედიცინო ტექნოლოგიების მატებასთან ერთად მოიმატა ამ ინფექციათა რიცხვმაც. ანტიბიოტიკების ინტენსიური კურსები, მით უფრო, როცა ხდება მათი არამიზნობრივი გამოყენება, იწვევენ რეზისტენტობის ახალი მექანიზმების გაჩენასა და სწრაფ ევოლუციას. რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექცია ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით, ამიტომ პაციენტი დიდხანს ყოვნდება სტაციონარში და მისი პროგნოზი მძიმდება. ნოზოკომიური პნევმონია, საშარდე გზებისა და ჭრილობის ინფექციების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინფექციაა საავადმყოფოს შიდა ინფექციებს შორის, ხოლო ლეტალობით, სტაციონარულ ინფექციებს შორის, უჭირავს პირველი

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება COVID-19-ით ინფიცირებულ პირებში ნოზოკომიური სპექტრის განსაზღვრა (აჭარის რეგიონში), კონკრეტული ბაქტერიული ინფექციების გამომწვევი შტამების გამოყოფა და ამ დაავადების წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური, მგრძნობიარე ანტიბიოტიკების გამოყოფა და მათი საშუალებით დაავადების ეფექტურად მართვა. თეორიული თვალსაზრისით პროექტის შედეგად მიღებული იქნება სრულიად ახალი, მეცნიერულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი შედეგი პრაქტიკული თვალსაზრისით - ანტიბიოტიკები, როგორც ბაქტერიული დაავადების კონტროლის საუკეთესო საშუალება. პროექტის შედეგების გავრცელების სამიზნე ჯგუფს საქართველოში წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველო, ჰოსპიტალური სექტორი. ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის და კვლევის შედეგების დისემინაციის საუკეთესო გზაა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია პროექტის კვლევის შედეგების შესახებ. ასევე, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდება სამეცნიერო სტატია და თეზისი,  რეიტინგულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალსა და საერთაშორისო საკონფერენციო მასალებში გამოსაქვეყნებლად. ეს გზა არის ყველაზე ეფექტური ქართველი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში გასავრცელებლად.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა