სამეცნიერო კვლევები

ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები რეგიონში ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევების პირობებში

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ინოვაციური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები რეგიონში ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევების პირობებში

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  გიორგი აბუსელიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ნათელა წიკლაშვილი, ვლადიმერ ღლონტი, ვაჟა ვერულიძე, ბადრი გეჩბაია, ნატალია რობიტაშვილი; დოქტორანტი: ალეკო მელაძე; სტუდენტები: სალომე დუმბაძე, ნიკო ლეონიძე, გვანცა ზოიძე.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2023

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

მზარდი გლობალიზაციის ფონზე ჩნდება ახალი პერსპექტივები და გამოწვევები, რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების საკითხებს. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ინოვაციური ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან კატალიზატორად გვევლინება. ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა არის შეუქცევადი, ხოლო ქვეყნები თავად წყვეტენ, რამდენად ეფექტიანად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. ინოვაციური ეკონომიკა სრულად რადიკალურ ინოვაციებს ეყრდნობა და, შესაბამისად, მოითხოვს მართვის განსხვავებული მეთოდების გამოყენებას, როგორც ორგანიზაციული, ისე ინსტიტუციური, სოციალური, პოლიტიკური, თუ სხვა მიმართულებებით. ამგვარი პრაქტიკა დღეს საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია, ხოლო მისი დანერგვა მთელ რიგ სირთულებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების გავლენისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა დღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ტენდენციების, პერსპექტივისა და გამოწვევების მეცნიერული შესწავლა. წინამდებარე კვლევის მიზნებია:

•             რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი და ხელისშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და შეფასება;

•             რეგიონისთვის ინოვაციური ეკონომიკის პერსპექტივების განსაზღვრა.

ზემოხსენებული მიზნების შესასრულებლად საჭიროა განხორციელდეს შემდეგი ამოცანები:

1.            ინოვაციური ეკონომიკის განვითარების კუთხით შეფასდეს რეგიონში მიმდინარე პერიოდში არსებული მდგომარეობა;

2.            მოხდეს იმ ქვეყნების საფინანსო-ეკონომიკური სისტემების ანალიზი, სადაც ინოვაციური ეკონომიკა განვითარების მაღალ საფეხურზეა;

3.            უცხოური გამოცდილების დაკავშირება ქართულ რეალობასთან, ადგილობრივი ფაქტორების გათვალისწინებით.

 

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

კვლევითი პროექტის დასრულების შემდეგ სამეცნიერო სივრცეს დაემატება ახალი ნაშრომი, რომელიც გააცნობს მკითხველს განახლებულ ინფორმაციას რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების ძირითადი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.

კვლევის შედეგად შემუშავებული თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციების მნიშვნელობა განისაზღვრება მათი გამოყენების ფართო სპექტრით სხვადასხვა დონეზე. კერძოდ, ნაშრომის შედეგები შეიძლება გამოადგეს ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისა და სრულყოფის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის დროს. ამასთან, კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია საუნივერსიტეტო სწავლებასა და კვლევების სხვადასხვა საფეხურებზე, მათ შორის სალექციო და საკონფერენციო მასალებში. კვლევით ნაშრომში ასახული ზოგიერთი შედეგი შეიძლება სასარგებლო იყოს ამ ან/და მონათესავე სფეროებში მოღვაწე მეცნიერი და პრაქტიკოსი მუშაკებისთვისაც.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა