სამეცნიერო კვლევები

პოლონელების დეპორტაცია საქართველოში და პოლონურ-¬ქართული გეოპოლიტიკური თანამშრომლობა (1830-1921)

სამეცნიერო პროექტი - პოლონელების დეპორტაცია საქართველოში და პოლონურ-­ქართული გეოპოლიტიკური თანამშრომლობა (1830-1921)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე

ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო ხელმძღვანელი/კონსულტანტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის პროფესორი კახაბერ სურგულაძე

პროექტის ხანგრძლივობა:  3 წელი (2023-2025)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:

კვლევის მიზანია კულტურული მეხსიერების ჭრილში, ახალი წყაროების და სამეცნიერო ლიტე­რა­ტუ­რის საფუძველზე 1830-1921 წლებში პოლონურ-ქარ­თული ურთიერთობების ისტორიის შესწავლა მიგრა­ცი­ული და გეოპო­ლი­ტი­კუ­რი მიმართულებებით.

მიგრა­ცი­­ის კუთხით შე­ვისწავლით იმ ფა­ქტო­­რებს, რო­მლე­ბმაც XIX ს-ის 30-60-იან წლე­ბში გა­ნსა­ზღვრეს პოლონე­ლთა გადმოსახლება და ინტე­გრა­ცია ტფი­­ლი­სის და ქუთა­ისის გუბე­რნიებში. ამ ამო­­ცა­ნის გადაჭრა ითვა­ლი­სწი­ნე­­ბს: ა) XIX ს-ის 30-60-იან წლე­ბში პო­­ლონელების დეპო­რტაციის  მი­ზეზების ანა­ლი­ზს; ბ) რე­გი­ონში პო­ლო­ნელე­ბის მი­გრა­­ციის ეტაპების, მი­­გრანტების რიცხო­ვნო­ბის გა­­მო­ვლენას და სოციალური სტა­ტუ­სის განსა­ზ­ღვრას; გ) მი­გრანტი პო­­ლო­ნე­ლე­ბის მიმართ რუსეთის ხელისუფლების იმპერიული პო­ლი­ტი­კის მე­თო­დე­ბის და მა­­რთვის მე­­ქა­ნიზმების გა­ნსა­ზღვრას; დ) კა­ვკა­სი­ის რუსულ მმა­რ­თვე­ლო­ბაში პო­ლონელების ჩა­რთუ­ლო­ბის, მათი პროფესიული საქმიანობის წა­რმო­ჩე­ნას და სხვ.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შესწავლისას ყუ­რა­დღე­ბა დაეთმობა: ა) პოლონეთის ანტი­რუსულ 1830 და 1863-1864 წლე­ბის აჯა­ნყებების ისტორიას; ბ) პოლონე­ლე­­ბის განმა­თა­ვი­სუ­ფლე­ბე­ლი ბრძო­ლის მიმართ ქა­რთველი სა­­ზოგადოების პოზიციას. გ) ვრცლად წა­რმო­ვა­ჩე­ნთ პო­ლონეთის მეორე რე­სპუ­ბლი­კა­სა და სა­ქა­რ­თვე­ლოს დემო­კრა­ტიულ რე­სპუ­ბლი­­კას შორის 1918-1921 წლე­ბში გა­ნვი­თა­რე­ბულ სამხედრო თა­ნა­მშრო­მლო­ბას.

წინამდებარე პროექტი სა­მხრეთ კავკა­სიაში დეპორტირებული პოლო­ნე­ლე­ბის ისტო­რიის კომპლექსურად შესწავლის პი­რველი ცდაა. აჯანყებული პოლონელების (XIX საუკუნის 30-60-იანი წლები) დეპორტაციის საკითხები სამეცნიერო წრეებში განიხი­ლებოდა რუსეთის იმპერიაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ციმბირის მაგალითებზე. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში მათი მიგრაცია-ადაპტაციის საკითხები ნაკლებად არის შესწავლილი. არადა, ეს საკითხები უდავოდ წარმოადგენს სამეცნიერო ინტერესს, იგი შესაძლებლობას გვაძლევს გამოვავლინოთ აჯანყებული პოლონელების ურთიერთობა საქართველოში მიმდინარე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებთან, განვსაზღვროთ მათი როლი და პოლონელების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგ­რაციის მიზეზები.

საქა­რ­თვე­ლოს სწრა­ფვა ევროპული თანამეგო­ბრო­ბი­ს სისტემაში მოითხოვს მის ტერი­ტო­რი­აზე მცხო­ვრებ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან ურთი­­ერთო­ბების ისტორიის ახლებურ გა­აზრე­ბას, მის გა­­თა­ვი­სუ­ფლებას საბჭო­თა პერიოდის მითები­სგან. პოლონელების მიერ ჩა­­მოტანილი ევროპული ფასე­ულო­­ბე­ბი აისახა ადგილობრივ კუ­ლ­ტუ­­­რა­ში. დღეს, პო­­ლო­­ნე­თი არის საქა­რ­თ­ველოს აქტიური მხარდამჭერი ევროსტრუ­ქტურებსა და ნა­ტოში ინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც საკვლევი პრობლემატიკა იქნება გარკვეული წვლილი პოლონურ-ქართული ურთიერთობების ისტორიის შესაწავლაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა