სამეცნიერო კვლევები

„ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი გენდერულ ჭრილში“

სამეცნიერო პროექტი - „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი გენდერულ ჭრილში“

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  თათია ცეცხლაძე

სამეცნიერო პროექტის მენტორი ნანა ცეცხლაძე - ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო კონსულტანტები : 

მანანა თანდაშვილი - პროფესორი,  ფრანკფურტის გოეთეს სახელობის  უნივერსიტეტი.

რუსუდან პაპიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

პროექტის ხანგრძლივობა2 წელი 2023-2024

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა

პროექტი მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების გენდერულ კვლევას ახალი მეთოდის - ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი პოლიტიკურ ლინგვისტიკაში ახლად დანერგილი მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიკვლიოთ პოლიტიკური გამოსვლების ენობრივი რეალიზაციის ფორმები და ხერხები, აღვწეროთ მანიპულაციის ენობრივი საშუალებები, არგუმენტაციული სტრუქტურები,  სენტიმენტანალიზი და მეტაფორულობის ხარისხი, ანუ კომპლექსურად ვიკვლიოთ ერთი მხრივ, ის ენობრივი საშუალებები, რომლებსაც პოლიტიკოსები თავიანთ პოლიტიკურ გამოსვლებში იყენებენ და, მეორე მხრივ, დავადგინოთ კა­ნონ­ზო­მი­ერი ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა პო­ლი­ტი­კურ მე­ტყვე­ლე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს შო­რის.

 

ემპირიულ მასალად აღებული იქნება პოლიტიკოსთა გამოსვლების ტექსტები, დიაქრონიული ანალიზის შედეგად გამოვლინდება პოლიტიკური მეტყველების კულტურის განვითარების დინამიკა საქართველოში, რომელიც აისახება პროექტის ფარგლებში შექმნილ თეორიულ კვლევებში, შეიქმნება ელექტრონული რესურსები მულტიმედიალურ ფორმატში - ELAN (ვიდეო, აუდიო და ტექსტური რესურსების ერთდროული წარმოდგენის ფორმატი). პროექტის ფარგლებში მოპოვებული მასალა ინტერდისციპლინური კვლევის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ მიერ მოპოვებული რესურსები საინტერესო იქნება როგორც ფუნდამენტური დისციპლინებისათვის (პოლიტოლოგიასა   და ენათმეცნიერება), ასევე ქართული ზეპირმეტყველების სინტაქსის საკვლევადაც.

 

ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი გენდერულ ჭრილში სისტემურად დღემდე არ ჩატარებულა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკური კულტურის ინტერდისციპლინურ კვლევას, სამოქალაქო ცნობიერებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, რაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას  წარმოადგენს.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა