სამეცნიერო პროექტი - „მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების კრიზისი და მისი პრევენცია პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში“
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ქათამაძე
ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო ხელმძღვანელი/კონსულტანტი: მენტორი ნათელა წიკლაშვილი
პროექტის ხანგრძლივობა: ორი წელი (2023-2024)
პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:
კვლევის მიზნებია
1. კრიზისის დროს ბიზნესის „ქცევის“ და მისი სტრატეგიების ანალიზი (სპონტანური და დაგეგმილი);
2. COVID-19-ის პანდემიის პირობებში კრიზისთან დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილებების და მათი შედეგების შესწავლა;
3. სახელმწიფოს ჩარევის/რეგულირების გავლენის ანალიზი მცირე და საშუალო ბიზნესზე;
4. საქართველოში COVID-19-ის პანდემიის პირობებში ბიზნეს სუბიექტების კრიზისის ანატომიისა და მისი პრევენციის გზების შესწავლა.
კვლევის ამოცანებია
1. ბიზნეს სუბიექტების კრიზისების ინდივიდუალური შემთხვევების ანალიზი „ქეის სთადი“.
2. სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და მათი კლასიფიკაცია სფეროების, შეზღუდვის სიმკაცრის და აღსრულების/კონტროლის მექანიზმის მიხედვით;
3. სახელმწიფო რეგულაციების ბიზნესზე გავლენის შესწავლა შემოსავლებისა და ადმინისტრირების მიმართულებით;
4. COVID-19-ის პანდემიის პირობებში კრიზისის ახალი სახეობის მახასიათებლების და სპეციფიკის განსაზღვრით, ანტიკრიზისული სტრატეგიის დაგეგმვის მეთოდების შემუშვება;
უკან |